დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ სხვადასხვა აქტორები, მათ შორის ტრადიციული მედია, ჟურნალისტები, ბლოგერები, სოციალური მედია პლატფორმები (Facebook, X, YouTube და სხვა), ყალბი ანგარიშები, ტროლები და ბოტები, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. სოციალური მედიის ალგორითმები ხელს უწყობს დეზინფორმაციის სწრაფ გავრცელებას, რადგან ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ ემოციურად დატვირთულ და სენსაციურ შინაარსს. ეს მიდგომა ხშირად იწვევს საზოგადოებრივ პანიკას, პოლარიზაციას და ნდობის შერყევას, რაც გავლენას ახდენს საზოგადოების აზროვნებაზე.
საკითხავი მასალა
გადმოწერა
საკითხავი მასალა
გადმოწერა